გურჯაანის მერია ოქროს მედალოსნებს საჩუქრად 500, ვერცხლის მედალოსნებს კი 400 ლარს გადასცემს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 2022-2023 სასწავლო წლის ოქროს მედალოსნებს საჩუქრად – 500, ხოლო ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს 400 ლარს გადასცემს.
მერიის ინფორმაციით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანმა მოსწავლეებმა, კუთვნილი თანხის მისაღებად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: განცხადება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი, საინფორმაციო ბარათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი, განმცხადებლის სახელზე გახნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ;