როგორ უნდა მოხდეს ეთნიკურ უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი(IDFI), NATO Public Diplomacy Programmes/Division-ის დაფინანსებულ პროექტ – „ეთნიკურ უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა“ ახორციელებს.
პროექტის მიზნებს წარმოადგენს საქართველოს სოფლად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების თემებში ნატოს საწინააღმდეგო განწყობისა და ცოდნის ნაკლებობის აღმოფხვრა, საზოგადოების მხრიდან მიტოვებულობის განცდის წინააღმდეგ ბრძოლა და იმ სარგებლის გაცნობა, რომელსაც საქართველო იღებს ნატოსგან, ეთნიკური უმცირესობების თემების მდგრადობის ხელშეწყობა დეზინფორმაციის მიმართ, ნატოს და მისი მისიის შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოში.
საქართველოში მცხოვრები სომხური და აზერბაიჯანული ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციის მიმართ ყველაზე დაუცველები არიან, განსაკუთრებით კი ნატო-ს საკითხთან მიმართებით. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ენობრივი ბარიერით, რადგან ისინი, ძირითადად, სარგებლობენ რუსული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციით და არა ქართულით ან ევროპულით.
პროექტი მიზნად ისახავს, აღნიშნული ბარიერების წინააღმდეგ ბრძოლას სემინარების, სოციალური მედიის კამპანიებისა და ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით, რათა ნატოს შესახებ სწორი ინფორმაცია გავრცელდეს, როგორც ამ პროექტის ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ. IDFI მიზანია, აღნიშნული ინფორმაცია ეთნიკურად სომეხ (ძირითადად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან) და აზერბაიჯანელ (ძირითადად ქვემო ქართლიდან) მოსახლეობას პირადად და ვიდეოების საშუალებით გააცნოს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვიდეოების შექმნა, რომელიც გააბათილებს ნატოს შესახებ დეზინფორმაციას და აამაღლებს ცნობიერებას ნატოს როლისა და მისიის შესახებ საქართველოში, რომელიც გავრცელდება ადგილობრივი და სოციალური მედიის საშუალებით; ასევე ჩატარდება ტრენინგები, ადგილობრივი თემებისთვის ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში, სკოლებში, ამერიკულ კუთხეებსა და სამოქალაქო ცენტრებში, რომელიც მოიცავს დეზინფორმაციას, მისინფორმაციას, პროპაგანდასა და მასთან დაპირისპირების გზებს;