ახალი ამბები

კისისხევში მოქმედი კომპანია, ყურძნის წიპწისგან დამზადებული სახისა და თავის მოვლის საშუალებების გამოშვებას გეგმავს

“შუხმან ჯგუფი” ყურძნის წიპწისგან დამზადებული სახისა და თავის მოვლის საშუალებების გამოშვებას მიმდინარე წლის ბოლოდან გეგმავს.

როგორც „შუხმან ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ნუცა აბრამიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე კომპანია ახალ პროდუქტებზე ექსპერიმენტებს ატარებს. მისი ინფორმაციით, ვინაიდან რესურსი ლიმიტირებულია, “შუხმანი ჯგუფი” ფართო დისტრიბუციას არ გეგმავს, შესაბამისად, ახალი პროდუქტები მხოლოდ ადგილზე გაიყიდება.
მისივე თქმით, “შუხმან ვაინს ჯორჯიაში” უკვე არსებულმა სერვისებმა – ყურძნის წიპწის კოსმეტიკამ და სპა პროცედურებმა, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. წლიდან წლამდე მოთხოვნა 50%-ით იზრდება.