სტიქიის შედეგები ლაგოდეხში- ვიდეო
ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, რამდენიმე სოფელი დააზარალა.
სტიქიამ, ბაისუბნის, ფონის, ცოდნისკარისა და კაბალის თემის მოსახლეობას, საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო – სამეურნეო სავარგულები და ვენახები დაუზიანა. დაზიანებულია, ასევე, გარე განათების ბოძები და ელექტროსადენები.
როგორც knews.ge- ს ადგილობრივებმა განუცხადეს, სტიქიის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები.
,,გადაუარა ყველაფერს დატბორა ბაღები და სახლები, მსხვერპლი არა მარა ზარალი დიდია. სახურავები გადახადა სახლებს, მოსავალი კი გაანადგურა.”
ვიდეო: ნატალია მამაგულიშვილი

