ახალი ამბები

ჯოზეფ ბორელი – 12 პრიორიტეტის შესრულება საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად არის საჭირო

12 პრიორიტეტის შესრულებისთვის მძიმე მუშაობა ბრიუსელში ხალხის გასაბედნიერებლად კი არა, საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად არის საჭირო.

ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა თბილისში განაცხადა. მან მადლიერება გამოხატა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს.

ბორელის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება არის ეროვნული ამოცანა, რისთვისაც ყველა მოქმედი პირი უნდა მუშაობდეს ერთად და კონსტრუქციულად. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ერთიანობა ახლა მნიშნველოვანია ისე, როგორც არასდროს.

“საქართველოს შემთხვევაში არის ევროკომისიის მოსაზრებაში დაფიქსირებული 12 პრიორიტეტი, რომელიც უნდა შესრულდეს. ამ 12 პრიორიტეტის შესრულებისთვის მძიმე მუშაობა ბრიუსელის დასაკმაყოფილებლად, ბრიუსელში ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხალხის გასაბედნიერებლად არ არის საჭირო. საბოლოო ჯამში, ეს საჭირო არის საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ევროპული მოლოდინების დასაკმაყოფილებლად. ბევრ ევროპულ დროშას ვხედავ ამ ქალაქის ქუჩებში და თქვენ იცით, რომ ქართველი ხალხის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში წევრობას.

მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს. [ევროკავშირში] გაწევრიანება ეროვნული ამოცანაა, ყველა მოქმედი პირი ერთად უნდა მუშაობდეს, კონსტრუქციულად, ერთიანად. ერთიანობა ისეა მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს”, – განაცხადა ბორელმა.