რა ზიანი მიაყენა სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს- ფოტოები
7 სექტემბერს, ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, რამოდენიმე სოფელი დააზარალა.
სტიქიამ, ბაისუბნის, ფონის, ცოდნისკარისა და კაბალის თემის მოსახლეობას, საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო – სამეურნეო სავარგულები და ვენახები დაუზიანა. დაზიანებულია, ასევე, გარე განათების ბოძები და ელექტროსადენები.
ლაგოდეხის მერი, მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა და ვითარებას ადგილზე ეცნობოდა.
ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, მერიის სტიქიის მუდმივმოქმედი კომისიის წევრების მიერ მიმდინარეობს ზარალის აღწერა, შეისწავლიან დაზიანებულ სახლებს და შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება დახმარების აღმოჩენა. რაც შეეხება, დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, ადგილობრივი ტექნიკის საშუალებით ინტენსიურად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.