ახალი ამბები

ბოლო 11 წელში საქართველოდან ემიგრაციაში 779 237 ადამიანი წავიდა

2012-2022 წლებში საქართველოდან ემიგრაციაში 779 237 ადამიანი წავიდა.

პარლამენტის წევრის, ლევან ბეჟაშვილის სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ საქსტატის მიერ მომზადებულ წერილში აღნიშნულია, რომ მხოლოდ 2022 წელს ქვეყანა 100 802-მა მოქალაქემ დატოვა.

საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ ემიგრანტები ძირითადად მამაკაცები არიან. მხოლოდ გასულ წელს ემიგრაციაში წასული 100 802 მოქალაქიდან 62 687 მამაკაცი იყო, 38 115 კი – ქალი.

საქართველოს მოქალაქეობის მქონე ემიგრანტების რიცხოვნობა წლებისა და სქესის მიხედვით ასეთია:

2012 წელი – 60 307 ადამიანი (31 937 კაცი და 28 370 ქალი);
2013 წელი – 66 802 ადამიანი (37 338 კაცი და 29 464 ქალი);
2014 წელი – 69 855 ადამიანი (40 221 კაცი და 29 634 ქალი);
2015 წელი – 67 452 ადამიანი (37 711 კაცი და 29 741 ქალი);
2016 წელი – 64 705 ადამიანი (34 869 კაცი და 29 836 ქალი);
2017 წელი – 67 269 ადამიანი (36 713 კაცი და 30 556 ქალი);
2018 წელი – 76 367 ადამიანი (41 960 კაცი და 34 407 ქალი);
2019 წელი – 81 978 ადამიანი (44 650 კაცი და 37 328 ქალი);
2020 წელი – 43 349 ადამიანი (26 137 კაცი და 17 212 ქალი);
2021 წელი – 80 351 ადამიანი (49 846 კაცი და 30 505 ქალი);
2022 წელი – 100 802 ადამიანი (62 687 კაცი და 38 115 ქალი).
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

2023 წლის 3 მაისს გამოქვეყნებული ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს ერთოვლივი კვლევის თანახმად, ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს.