ახალი ამბები

სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დააზარალა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა.

სეტყვამ და ქარმა სოფელი კაბალი, გურგენიანი და ბაისუბანი დააზიანა. დასეტყვილია საკარმიდამო ნაკვეთები. სანიაღვრე არხებმა კი უხვი ნალექი ვერ გაატარა და დატბორილია რამდენიმე სახლის ეზო. ასევე, მოგლეჯილია ხეები.

ადგილობრივების ინფორმაციით, უამინდობა 15-20 წუთს გაგრძელდა.

ფოტო: ინტერპრესნიუსი