ახალი ამბები

აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ სეტყვაა მოსალოდნელი

აღმოსავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურა და წვიმაა მოსალოდნელი.

meteo.gov.ge-ის თანახმად 5 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება. 6 სექტემბერს კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია სეტყვაც. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ სიჩქარით. 7 სექტემბერს მოსალოდნელია ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ სიჩქარემდე. შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. ტემპერატურა ღამით +18 დღე კი +32 გრადუსი იქნება.