გურჯაანში მაშველის მკვლელობისათვის დაკავებულ მამაკაცს ფერმა დაუწვეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მაშველის მკვლელობისათვის დაკავებულ მამაკაცს ფერმა დაუწვეს.
ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, იმ ფერმას წაუკიდეს ცეცხლი, რომელიც 85 წლის კოლა გაბიტაშვილს ეკუთვნის. გაბიტაშვილი ამჟამად, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენას ელოდება.
ამ დროისათვის ცნობილი არ არის, უკავშირდება თუ არა, ფერმის დაწვა, 35 წლის მეხანძრე- მაშველის მკვლელობისათვის შურისძიებას.
შემთხვევის ადგილზე, მეხანძრე- მაშველები იმყოფებიან.
შეგახსენებთ, მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გუშინ მოხდა.
35 წლის მამაკაცს 85 წლის მეზობელმა ცეცხლსასროლი იარღიდან ესროლა. მკვლელობა მიწის ნაკვეთისათვის მრავალწლიან დავას უკავშირდება.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.