დღეიდან გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება
4 სექტემბრიდან, გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
კონტროლს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოძრავი ეკიპაჟები სპეციალური ხელსაწყოებით განახორციელებენ.
სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით. იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 500 ლარით. დარღვევის მეორედ და მესამედ გამოვლენის შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა იზრდება, ფიზიკური პირის შემთხვევაში 300-600 ლარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 1500-3000 ლარი.