სოფელ ვეჯინში თანასოფლელმა 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 40 წლამდე ასაკის კაცი თანასოფლელმა იარაღიდან გასროლით მოკლა.
შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ფაქტს ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ. გავრცელებული ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის კონფლიქტი ნაკვეთის გამო დაიწყო. მათ აღნიშნულ საკითხზე უთანხმოება წლების განმავლობაში ჰქონდათ.
გარდაცვლილი საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე-მაშველი ბექა ჯანიაშვილია.
სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად, სამართალდამცავები ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებენ.