ძლიერმა სეტყვამ ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტები დააზარალა- ფოტოები
სტიქია კახეთში, დასეტყვილია ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების სოფლები.
ადგილობრივების თქმით, სეტყვა 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. სტიქიამ ახმეტის სამი სოფლის, მაღრაანის, ფიჩხივანისა და არგოხის მოსახლეობა დააზარალა.
სტრიქიის შედეგად, მოგლეჯილია ხეები, დასეტყვილია საკარმიდამო ნაკვეთები და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.
სეტყვამ დააზარალა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები ართანა, სანიორე, ფშაველი და ნაფარეული, სადაც საკარმიდამო ნაკვეთები სრულად განადგურებულია.
,,საშინელი სეტყვა იყო, ეზოში ხეხილი გაანადგურა. სულ ძირს ყრია კივი. ვარდები სულ დამიტეხა. ვენახში არ ჩავსულვარ და ჯერ არ ვიცი მდგომარეობა”,- განუცხადა knews.ge-ს ადგილობრივმა, თამილა ბაწაშვილმა.
რა მდგომარეობაა ვენახებსა და სოფლის გარეთ მდებარე ნათესებში, ადგილობრივებს ჯერ- ჯერობით, ინფორმაცია არ აქვთ.
ზუსტი ინფორმაცია სტიქიით მიყენებული ზიანის შესსხებ, უახლოეს საათებში იქნება ცნობილი.
ფოტოები: თამილა ბაწაშვილი