როგორი ამინდია მოსალოდნელი კახეთში
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.
“2 და 3 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 4 სექტემბრის დილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.”-აცხადებენ სააგენტოში.