ახალი ამბები

1-ელი სექტემბრიდან ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი ფართოვდება

დღეიდან, 1-ელი სექტემბრიდან ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი ფართოვდება.

კერძოდ, კორუფციის პრევენციას ორი მიმართულება ემატება: თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების რეგისტრაცია-მონიტორინგი და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი.

დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, ჩატარდება სამუშაოები მათი აღმოფხვრის, სამომავლოდ პრევენციის და განმეორების შემთხვევაში, რეაგირების კუთხით.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის მიერ განსაზღვრული მე-4 რეკომენდაციის ფარგლებში შეიქმნა. ამასთან, კორუფციასთან ბრძოლაში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს ანტიკორუფციული სტრატეგიის შექმნა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებისა და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი.