ახმეტაში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩაინგრა და მამაკაცი გადავარდა
ახმეტაში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩაინგრა და მამაკაცი გადავარდა.
შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მაშინ მოხდა, როცა მამაკაცი მეზობელთან სიგარეტის მოსაწევად იმყოფებოდა.
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლების ინფორმაციით, აგურით ნაშენი აივანი მთლიანად გადაინგრა და 50 წლის მამაკაცი დაახლოებით ათი მეტროს სიმაღლიდან გადავარდა.
დაშავებული სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, მამაკაცის ჯანრთელობის მდგომარეობა რთულია. მას მოტეხილობები, ტვინის შერყევა აღენიშნება.
ადგილობრივები ამბობენ , რომ ბინების აივნები ავარიულია და სასწრაფო შეკეთება სჭირდება. მათი თქმით, პრობლემის შესახებ, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას მრავალჯერ აცნობეს, თუმცა მიმართვას რეაგირება არ მოჰყოლია.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფებოდა, რომელიც მომხდარის დეტალებს სწავლობს.