თელავის უნივერსიტეტი საერთაშორისო ინტერკულტურულ და სამეწარმეო პროექტს განახორციელებს
თელავის უნივერსიტეტი Pact4Skills_ ის ახალ საერთაშორისო ინტერკულტურული და სამეწარმეო პროექტს განახორციელებს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ რომ, მათ საერთაშორისო პროექტების კუთხით, კვლავ მოწინავე პოზიცია უკავიათ საქართველოს უნივერსიტეტებს შორის.
მათივე თქმით, პროექტები საკმაოდ მრავალფეროვანია, რაც თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პერსონალს უახლესი ცოდნის მიღების საშუალებას აძლევს, თითქმის ყველა მიმართულებით.
,,მხოლოდ მიმდინარე პროექტების ჩამოთვლა იძლევა ნათელ სურათს მათი მნიშვნელობისა და მოსალოდნელი შედეგების აუცილებლობის შესახებ: ტექნოლოგიით გაუმჯობესებული სწავლებისა და სწავლის განვითარება და დანერგვა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში (DITECH- Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs), საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრების მოწყობა (E-PSY-Establishment of Psychological Counselling Centres at Georgian HEIs for Students), კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა-კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS-Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities), საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (DUGEOR- Strengthening capacities for the implementation of dual education in Georgian higher education Institutions), სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით (LOVEDISTANCE Learning Optimization and Academic Inclusion Via Equitative Distance Teaching and Learning), საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლების განათლება ყველასათვის (ESTA- Educating Science Teachers for ALL), „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (CISI-Curriculum Innovation for Social Inclusion), ევროპის ენერგოეფექტურობა საქართველოს, აზერბაიჯანსა და უკრაინასთან ურთიერთგაძლიერებული პარტნიორობის მიმართულებით (3E-Partnership – European Energy Efficiency towards Mutually Reinforcing Partnership with Georgia, Azerbaijan and Ukraine)
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალრიცხოვანი საერთაშორისო პროექტებიდან, ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო პროექტია ევროკომისიის მიერ დაფინასებული Pact4Skills, რომელიც ითვალისწინებს ევროპული განათლების სივრცის გამოწვევებთან გამკლავებას მდგრადი, ინკლუზიური და პერსპექტიული ტრენინგების საშუალებით. სტუდენტები აღიჭურვებიან ახალი ელექტრონული უნარებით, ინტერკულტურული და სამეწარმეო კომპეტენციებით, თანამედროვე ციფრული კულტურის გამოყენებით.
აღნიშნულ პროექტში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორები კვიპროსის თავისუფალი უნივერსიტეტი, პარიზის ქერჯის უნივერსიტეტი, საბერძეთის, იტალიის და ნიდერლანდების სხვადასხვა ორგანიზაციები არიან,”– აცხადებენ უნივერსიტეტში.
სწორედ Pact4skill-ის პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტში მოეწყო სხვადასხვა სექტორის დაინტერესებული მხარისთვის გაცნობითი შეხვედრა, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა და მას მასპინძელ მხარესთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები და უცხოელი მონაწილეები ესწრებოდნენ.
,,გაცნობით შეხვედრაზე (Multiplier event) თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროექტი და პროექტით გათვალისწინებული უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი აქტივობები. თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, კვიპროსელ და ფრანგ სტუდენტებთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში ამსტერდამში მონახულებული მუზეუმების ონლაინ თამაშები, პლატფორმები და ახალი ვერსიები შეიმუშავეს. გაცნობით შეხვედრაზე კი ეს ყველაფერი ბრილიანტის მუზეუმისა და ეროვნული რიხსმუზეუმის განახლებული ვერსიებად წარმოადგინეს.
პროექტი, თავისი არსით, მრავალ სამიზნე ჯგუფს გაუწევს დახმარებას. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სამეწარმეო აზროვნების განვითარებაზე, როგორც ტურიზმის სფეროს უმთავრეს ფაქტორზე.
პროექტის ფარგლებში საჯარო სექტორიდან ჩართულია ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლება, გადაწყვეტილების მიმღებებ ორგანოებთან ერთად. კერძო სექტორიდან მოიაზრება თელავის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური ორგანიზაციები, მცირე და საშუალო ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები. პროექტში მონაწილეებს შანსი ერძლევათ გამოავლინონ ახალი სამეწარმეო უნარები ტურიზმში, კერძოდ სამუზეუმო საქმეში.
ამ ეტაპზე პროექტის ვებ გვერდზე https://ivetagr.org/pact4skills/ ხელმისაწვდომია MOOC ( Massive Online Open Courses) კურსები (The Museum Competence Area, Assets in Museums and Collections Operation/Management, Ideas and Opportunities, The Experience Design) რომელიც ნებისმიერი მსურველისათვის უფასოა. კურსის დასულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატები.
პროექტის გლობალური მიზანი საგანმანათლებლო კურიკულუმების, არაფორმალური განათლებისა და ბაზრის მოთხოვნების ევროკავშირის ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის (2021-2027) შესაბამისად, ერთმანეთთან დაახლოებაა.
პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და 2024 წლის 31 იანვარს დასრულდება.”