საგარეჯოში ავარიას უცხო ქვეყნის მოქალაქე ემსხვერპლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავარიას უცხო ქვეყნის მოქალაქე ემსხვერპლა.
შემთხვევა სოფელ მანავთან მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბაკურციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი „ჰონდას“ მარკის მანქანა მოცურების შედეგად ჯერ მსუბუქ მანქანას, შემდეგ კი მიკროავტობუსს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად 32 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა 7 მგზავრი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.