ახალი ამბები

სოფელ კისისხევში მდებარე სამონასტრო კომპლექსის კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს- ფოტოები

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევთან მდებარე წმ. კოზმა და დამიანეს სახელობის სამონასტრო კომპლექსის კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ის აერთიანებს ქვითკირის ბაზილიკას, მის ირგვლივ განლაგებულ სამონასტრო ნაგებობებს და გამოქვაბულებს.

,,ამჟამად გამოქვაბულთა კომპლექსის საფიქსაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გულისხმობს აეროფოტო და ტოპოგრაფიულ გადაღებებს, წერილობით, გრაფიკულ და გეოგრაფიულ (ჯპს კოორდინატებით) ფიქსაციას.

გარდა უშუალოდ გამოქვაბულებისა, იგივე მეთოდიკით ფიქსირდება მთლიანად სამონასტრო კომპლექსი, რის შედეგადაც მომზადდება წმ. კოზმა და დამიანეს სახელობის სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური რუკა.

საველე სამუშაოების დასრულდების შემდეგ მოხდება სამონასტრო კომპლექსის შესახებ არსებული ბიბლიოგრაფიული მონაცემებისა და წერილობითი წყაროების/საარქივო მასალების მოძიება, დამუშავება და ანალიზი. აღნიშნულ კომპლექსურ სამუშაოებზე დაყრდნობით მომზადდება ფუნდამენტური კვლევა, რომელსაც გარდა სამეცნიერო დატვირთვისა, პრაქტიკული ფუნქციაც ექნება ტურიზმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით”,-აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ფოტოები: თელავის მერია

default

default
default
default