ქართულ ოჯახებში, ღვინო კვლავ დომინანტურ ალკოჰოლურ სასმელად რჩება – კვლევა
„თიბისი კაპიტალმა“ კვლევის მიხედვით, ქართულ ოჯახებში, ღვინო კვლავ დომინანტურ ალკოჰოლურ სასმელად რჩება.
კვლევის თანახმად, 2022 წელს საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთო წლიურმა მოხმარებამ 23 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 12%-ით ნაკლებია წინა წლის მოხმარების მაჩვენებელთან შედარებით.
“ღვინო კვლავ რჩება დომინანტურ ალკოჰოლურ სასმელად ქართულ ოჯახებში, რომელიც 2021 წელს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მთლიანი მოხმარების 95%-ს შეადგენს.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მთლიანმა ბრუნვამ 1,37 მილიარდი ლარი შეადგინა 2022 წელს, რაც 4.5%-ით აღემატება წინა წელის მაჩვენებელს. ადგილობრივი ღვინის მწარმოებლების მიერ გამომუშავებული მთლიანი შემოსავლები გაიზარდა 18%-ით(CAGR) 8 წლის განმავლობაში.
ფინანსური მაჩვენებლების ანალიზში ჩართულმა ქართულმა ღვინის კომპანიებმა, 2021 წელს 730 მილიონი ლარის შემოსავალი გამოიმუშავეს, რაც საქართველოში ღვინის მთლიანი წარმოების 75%-ს შეადგენს. მთლიანი მოგება გაანალიზებული წლების განმავლობაში ზღვრულად მცირდებოდა, რაც კომპანიების შემცირებულ მომგებიანობაზე მიუთითებს”, – ნათქვამია კვლევაში.