სოფელ ლალისყურში სასმელი წყლის ახალი სათავე ნაგებობის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში სასმელი წყლის ახალი სათავე ნაგებობის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი სათავე ნაგებობა, 200 მ. სიგრძის სადრენაჟე ქსელით. ასევე, 450 მ. სიგრძის მონაკვეთზე ახალი მილებით ჩანაცვლდა სასმელი წყლის ამორტიზებული ლითონის მილები.
სამუშაოების შედეგად, ლალისყურის მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება სასმელი წყალი. სამუშაოებს კომპანია შპს ,,მნათობი 2013” ახორციელებს, რომელზეც 245 310 ლარი დაიხარჯება.