ახალი ამბები

კვლევა-კახეთი ყურძნის წარმოებაში დომინანტია

„თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, საქართველოში კახეთი არის დომინანტი რეგიონი ყურძნის წარმოებაში, სადაც მთლიანი პროდუქციის თითქმის სამი მეოთხედი იწარმოება.

მთელი ქართული ვენახების დაახლოებით 73% კახეთშია კონცენტრირებული და 2022 წელს ყურძნის მთლიანი მოსავლის 77% წარმოება სწორედ ამ რეგიონში მოხდა.

გასულ წელს ყურძნის მოსავალი რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: პირველ ადგილს კახეთი იკავებს 77%-ით, მას მოსდევს იმერეთი 10%-იანი წილით, ხოლო მესამე ადგილზე შიდა ქართლი 6%-იანი წილით.

2%-2%-იანი წილი აქვთ ქვემო ქართლს და მცხეთა თიანეთს.