ყურძნის დომინანტი ჯიშები საქართველოში – კვლევა
„თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, საქართველოში ყურძნის დომინანტ ჯიშებს რქაწითელი და საფერავი წარმოადგენენ.
კვლევის თანახმად, აღნიშნული ყურძნის ჯიშები დომინანტურია, როგორც რაოდენობის ისე ღირებულების მიხედვით.
2022 წელის მონაცემებით, ისინი ყურძნის მთლიანი წარმოების 90%-ზე მეტს წარმოადგენენ. მაგალითად, გასულ წელს გადამუშავებული ყურძნის 55%-ს რქაწითელი წარმოადგენდა, 35%-ს კი საფერავი.
რაც შეეხება გადამუშავებული ყურძნის ღირებულებას, 2022 წლის მონაცემებით, ჯამურად იგი 321 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 40% რქაწითელზე მოდის, ხოლო 42% საფერავზე.