ახალი ამბები

11-13 აგვისტოს ძლიერმა წვიმებმა შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები გააქტიუროს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოს უპირატესად დასავლეთ რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი და სეტყვა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.