წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია სოფელ ჭერემში- ადგილი რომელიც უნდა ნახოთ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში მდებარე წმინდა ბარბარეს ეკლესია, მეცნიერთა ვარაუდით, მეფე ვახტან გორგასალის სასახლის კარის ეკლესია იყო.
ისტორიკოსი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ ძლიერ დაზიანებული ეკლესია აღდგენილი იქნა გასული საუკუნის 80-იან წლებში, პირვანდელი სახით.
ეკლესია მდებარეობს ჭერმის ,,ნაქალაქარის” ტერიტორიაზე, ვახტანგ გორგასლის სასახლიდან 50 მეტრის დაშორებით. ეკლესია ნაშენია, ჭერმის ხეობის თლილი ქვებით.