ახალი ამბები

საგარეჯოში, მდინარე იორში მოზარდი დაიხრჩო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდინარე იორში მოზარდი დაიხრჩო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინების საფუძველზე მოხდა ჯგუფის შემთხვევის ადგილზე გაგზავნა, თუმცა, მოზარდი მდინარიდან მოქალაქეების მიერ უკვე ამოყვანილი იყო.

სამაშველო ჯგუფმა მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა მოზარდის გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.