წინანდალში ანტრეპრენერთა ფორუმი გაიმართა
თელავის ტექნოპარკის და აქსელის ანგელოზ ინვესტორთა ქსელის ინიციატივით, პირველად გაიმართა “ანტრეპრენერთა ფორუმი 2023”.
ღონისძიების ფარგლებში, სასტუმრო Radisson Collection-ში მოწვეული იყვნენ აქსელის 40-მდე ინვესტორი, ქართული წარმატებული სტარტაპების წარმომადგენლები, რომლებიც პანელური დისკუსიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას თავიანთ გამოცდილებებს უზიარებდნენ.
ფორუმი, ასევე, მოიცავდა ვორქშოფს, რომელსაც “მედიალაბის”დარგის ექსპერტები წარუძღვნენ. დეტალურად ინფორმაცია კი იხილეთ knews.ge-ის მიერ მომზადებულ ვიდეორეპორტაჟში.

