ახალი ამბები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

უწყების თქმით, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება და ამ დროს ტყის ხანძრების რისკი იზრდება.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაცნობეთ, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება. რა დროსაც განსაკუთრებით იზრდება ტყის ხანძრების რისკი. ხანძრის კერის ან დაკვამლიანების შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ში. აღნიშნული ინფორმაციის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინება დაეგზავნებათ მოქალაქეებს”,- ნათქვამია განცხადებაში.