თელავში, კომპანია „შუმის“ მიერ წარმოებული ღვინო ტაილანდში იყიდება
„შუმის“ ღვინო ექსპორტზე ტაილანდში გავიდა.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, „შუმი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომლის ღვინოც ექსპორტზე ტაილანდშია წარმოდგენილი. მათი ინფორმაციით, ტაილანდი საინტერესო ბაზარია, სადაც ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს და მნიშვნელოვანია ეს ბაზარი მაღალ დონეზე იქნას ათვისებული.
„ჯერ მცირე პარტიას ვაგზავნით, მაგრამ მზად ვართ, რომ სტაბილური მიწოდება დავიწყოთ“, – აცხადებენ კომპანიაში.
„შუმის“ ღვინოები ამ ეტაპზე 30-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.