ახალი ამბები

თელავი- ისტორიული და ტურისტული ძეგლებით გამორჩეული მუნიციპალიტეტი- ფოტოები

თელავი თავისი ისტორიული, კულტურულ – საგანმანათლებლო მნიშვნელობითა და დამახასიათებელი ტურისტული პოტენციალით კახეთის რეგიონის ცენტრია.

ძველი და ახალი შუამთა, იყალთოს აკადემია, ჭავჭავაძეების მამული წინანდალში და რა თქმა უნდა, სატახტო ქალაქი, თელავი ტურისტების სამგზავრო რუქის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული მარშრუტია. რეგიონში ჩამოსული ვიზიტორისთვის განსაკუთრებულ ინტერესს სატახტო ქალაქი იწვევს, ქალაქის ცენტრში გვხვდება ისტორიული მუზეუმი, ბატონის სასახლე, ქონგურებიანი გალავნით, კარიბჭეებით, კოშკებით, სამრეკლოთი და ბურჯებით.

აქვეა თელავის თეატრი, რომელიც ყოველ სეზონზე და განსაკუთრებით, შემოდგომაზე არაერთი მნიშვნელოვანი ფესტივალისა და სპექტაკლის მასპინძელია.
თელავი საუნივერსიტეტო ქალაქია, თავისი 84 წლიანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტითა და პროფესიული სასწავლებლით.

ფეხით მოსიარულე ტურისტისთვის შთაბეჭდილებას ახდენს ისტორიული ქუჩები, ხის აივნიანი სახლები, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიის დახმარებით (QR კოდები) შესაძლებელია კონკრეტული ადგილის შესახებ ინფორმაციის მიღება. თელავში სარეკრეაციო სივრცეების განვითარება აქტიურად მიმდინარეობს.

თელავის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია ისტორიული ჭადრის ხე, რომელიც 900 წელზე მეტს ითვლის. ხე ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ყოველწლიურად ასეულობით ვიზიტორი სტუმრობს. ისტორიული მნიშვნელობის გამო, ჭადრის ხე ერთნაირად მიმზიდველია, როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოელი ვიზიტორებისათვის.

DCIM100MEDIADJI_0082.JPG

DCIM100MEDIADJI_0075.JPG

ფოტოები: კახეთის მხარე