თუშეთის დაცული ლანდშაფტის უხუცეს რეინჯერს, აშირა აბაშიძეს მადლობის სიგელი გადაეცა
რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის უხუცეს რეინჯერს აშირა აბაშიძეს სერტიფიკატი და მადლობის სიგელი გადაეცა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის ეროვნულ პარკში, საბადურის ტყის მონაკვეთზე, რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და კახა კაკაბაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით იოსებაშვილი, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წოვათას ხეობის რეინჯერი, საქართველოში ყველაზე უხუცესი ტყის მცველი აშირა აბაშიძე 82 წლის არის.
მას აქვს მუშაობის 55 წლიანი გამოცდილება სატყეო მიმართულებით. დაიბადა სოფელ ზემო ალვანში, 1941 წლის 23 თებერვალს. სასოფლი-სამეურნეო ინსტიტუტში სწავლის პარალელურად, 1961 წელს, მუშაობა დაიწყო თუშეთის სატყეო მეურნეობაში მეტყევე-ტექნიკოსად და დღემდე ერთგულად ემსახურება ბუნებას.