ლაგოდეხში „ნაყინის ფესტივალი“ გაიმართა- ფოტოები
ლაგოდეხში, ტრადიციული „ნაყინის ფესტივალი“ გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო, სახალისო კონკურსები, ზღაპრის გმირების და ანიმატორების გასართობი პროგრამები, დიდი საპნის ბუშტების და ილუზიონისტების შოუ, ატრაქციონები.
ღონისძიებაზე მისულმა სტუმრებმა, ფესტივალის მხარდამჭერების – ბარამბოს ნაყინი, გურჯაანის ნაყინი, „გაამოს ორცხობილები“ და სლაშის ნაირსახეობები დააგემოვნეს.
საღამო, ჯგუფი Mix2ra • მიქსტურა-ს გრანდიოზული კონცერტით დასრულდა.
ლაგოდეხში „ნაყინის ფესტივალი, მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, მეოთხედ გაიმართა, რომელიც ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.