ახალი ამბები

გომბორის გზაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, სამი დღით მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გომბორის გზაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, სამი დღის განმავლობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

,,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც დროის გარკვეულ პერიოდში საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, 2023 წლის 26, 27 და 28 ივლისს 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია”,- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.