სად შეძლებთ თელავში ნარჩენების დახარისხებას
თელავში, მუყაოსა და ქაღალდის განცალკევებული შეგროვების საპილოტე პროექტი დაიწყო.
პროექტი მიზნად ისახავს ნარჩენების განცალკევებული შეგროვების პრაქტიკის დანერგვას და ითვალისწინებს როგორც ნარჩენების განცალკევებულ შეგროვებას, ასევე, მათ დამუშავებასა და სარეალიზაციოდ მომზადებას, შემდგომში მათი ხელახალი გამოყენებისათვის.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნებისმიერ მსურველს, შეუძლია კონტეინერების რუკაზე (https://shorturl.at/gxHW5), სახლთან ახლოს მდებარე მოსახერხებელი ადგილმდებარეობა იპოვოს და დაახარისხოს მუყაოსა და ქაღალდის ნარჩენები.
უწყებაში აცხადებენ, რომ ნარჩენების მოთავსება უნდა მოხდეს კონტეინერზე დატანილი ინსტრუქციის შესაბამისად.
პროექტი ხორციელდება საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ, მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II – ის (ISWMP II) ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.