გურჯაანში საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა
გურჯაანში, საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა.
ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდები მთელი საქართველოდან და ევროპის შვიდი ქვეყნიდან.
ფორუმის მონაწილე ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს – კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, პარლამენტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლერი გელენავამ.
ჟიურიმ საუკეთესო ქართველ სპიკერად დეა ვეფხვაძე დაასახელა. საუკეთესო ევროპელი სპიკერი კი ლიეტუვას წარმომადგენელი – აუსტეია მიკნევიჩიუტე გახდა.
პროექტი პარლამენტის წევრის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით წელს პირველად გაიმართა და მას ყოველწლიური სახე მიეცემა.
ფორუმის მიზანია ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა, ქართველი და ევროპელი ახალგაზრდების დაახლოება და გამოცდილების გაზიარება.