,,გურჯაანის ნაყინის” ხელმძღვანელი, გურამ ბერიკაშვილი გარდაიცვალა
კომპანია ,,გურჯაანის ნაყინის” ხელმძღვანელი, გურამ ბერიკაშვილი, გარდაიცვალა.
ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ სოციალურ გვერდზე ვრცელდება.
კომპანიის თანამშრომლების თქმით, 50 წლის წინ მან შექმნა ბრენდი “გურჯაანის ნაყინი”, რომელიც მთელმა საქართველომ შეიყვარა.
გურამ ბერიკაშვილმა ბრენდი ,,გურჯაანის ნაყინი” რამდენიმე ათეული წლის წინ, ნაყინის სიყვარულით შექმნა. კომპანია თავდაპირველად მცირე რაოდენობით აწამოებდა პროდუქტს და მცირე შესაძლებლობები ჰქონდათ, თუმცა, როგორც თავად დამფუძნებელი ამბობდა, დაუღალავი შრომით და საქმისადმი სიყვარულით შექმნა კომპანია, რომელიც დღეს რამდენიმე ათეული სახეობის ნაყინს აწარმოებს. ადგილზე 200- მდე ადამიანია დასაქმებული.