გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
გურჯაანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
ავარია ქალაქის ცენტრში, თავისუფლების ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მრავლობითი დაზიანებებით, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში გადაყვანა.
ექიმების განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.