ახალი ამბები

ძლიერმა სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვამ გაანადგურა განადგურებულია სასოფლო- სამეურნეო სავარგულები, დაზიანებულია ასობით ჰექტარი ვენახი.

ქალაქ ყვარელში ძლიერმა ქარმა მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა და ავტომობილებით გადაადგილება შეაფერხა.

ამ წუთებში ადგილზე სახანძრო- სამაშველო ბრიგადები მუშაობენ და გზის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.

სტიქიის ზონაში მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.