ფლანგვის დეტექტორი- თელავში, ნადიკვრის პარკის რეაბილიტაციის ვადამ ორჯერ გადაიწია და კვლავ დაუსრულებელია
ფლანგვის დეტექტორი თელავში, ნადიკვრის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ნადიკვრის პარკის სრული რეაბილიტაცია 2022 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადამ ორჯერ გადაიწია და კვლავ დაუსრულებელია.
,,თელავის მერიამ 493,000 ლარი გადაიხადა პარკში ამფითეატრის გადახურვისა და ფანჩატურების მოწყობისთვის, თუმცა სამუშაოები ჯეროვნად არ შესრულებულა და ამფითეატრი კვლავ უფუნქციოა. პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერებში შპს “ბერმუხამ” და შპს “პარამეტრმა” 2018-2022 წლებში უკონკურენტოდ გაიმარჯვეს.
იმავე წლებში თელავის მერიამ ე.წ. ხევის მიმდებარე პარკის ნაწილის რეაბილიტაციაში 235,000 ლარი გადაიხადა. თუმცა აქედან ორ წელში 3,351,254 ლარის ღირებულების ახალი ტენდერი გამოაცხადა, რის შემდეგაც, 2019 წელს, რეაბილიტირებული ნაწილი ხელახლა გადათხარეს ახალი რეაბილიტაციისთვის. გამოდის, 235,000 ლარი ბიუჯეტიდან ამ შემთხვევაშიც ტყუილად გაიფლანგა”,– წერია გავრცელებულ განცხადებაში.