უსაფრთხოა თუ არა ილიას ტბის წყლის ხარისხი საბანაოდ
ზაფხულის სეზონთან ერთად ყვარელში, ილიას ტბაზე დამსვენებელის რაოდენობაც იზრდება.
რამდენად უსაფრთხოა ბანაობა ტბაში და როგორია წყლის ხარისხი, ამ დროისთვის არ არის ცნობილი. ა(ა)იპ “ყვარლის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ ტოჩილაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტბის ავსების პროცესი.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტბის ავსების პროცესი, მდინარიდან გავუშვით წყალი. დაახლოებით თვის ბოლოსკენ დასრულდება სამუშაოები და შემდეგ ჩავატარებთ წყლის ხარისხის შემოწმებას.”- განაცხადა ავთანდილ ტოჩილაშვილმა.
მისი თქმით, წყლის ხარისხის შემოწმების პროცესი სეზონზე მიმდინარეობს ორჯერ ან სამჯერ.