დედოფლისწყაროში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის განახლების და მულტიფუნქციური სივრცის შექმნის პროექტი განხორციელდება
CESL პროგრამის ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ 500 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა.
მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, სასტუმრო ,,სტამბაში” გამართულ ღონისძიებაზე მან დედოფლისწყაროში არსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმის განახლების და მულტიფუნქციური სივრცის შექმნის პროექტი წარადგინა, რომელმაც დაფინანსება მოიპოვა.
მუნიციპალური ინტეგრირებული პროექტების პრეზენტაცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პატრონაჟით, პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში გაიმართა.