ახალი ამბები

ულამაზესი თუშეთი, რომელიც ტურისტების აღფრთოვანებას იწვევს- ფოტოები

თუშეთი – საქართველოს უნიკალური კუთხე კახეთის კავკასიონის ბუმბერაზ მთებზე მდებარეობს.

ის გამორჩეულია თავისი ავთენტური კულტურით, ტრადიციებით, გეოგრაფიული მდებარეობით, თვალწარმტაცი ბუნებით, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. თუშეთში მდებარეობს ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი სოფელი ბოჭორნა.

თუშეთში 42 სოფელი და 10 ნასოფლარია. სოფლებში გვხვდება თუშეთისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული წყობა – საუკუნოვანი ციხე-კოშკები, სიპი ქვით ნაგები აივნიანი სახლები. კახეთში ჩამოსული ვიზიტორი აუცილებლად დაგეგმავს თუშეთის ტურს და თუშეთში მიმავალი დიდებულ ალავერდს ეწვევა.

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთს ენაცვლება ესთეტიური ღირებულების პეიზაჟები – ფიჭვის ტყეები, ალპური მდელოები, ჩანჩქერები, მდინარეები და მთაგრეხილები. თუშეთის ვიზიტორი აუცილებლად ეწვევა თუშეთის დაცულ ტერიტორიებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ბიომრავალფეროვნებით მდიდარია, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს ევროპაში.

RemasterDirector_18da6b0cf