რეკომენდაცია ლაშქრობაში წასვლის წინ
ზაფხული საუკეთესო სეზონია ლაშქრობის დასაგეგმად. ვინც ამ საქმეში გამოუცდელია ქვემოთ მოყვანილი სტატია დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ და დააორგანიზოთ ლაშქრობა, რადგან ბოლომდე შეიგრძნოთ ის ემოცია და გამოცდილება, რაც საფეხმავლო მოგზაურობას ახლავს.
თავდაპირველად, აუცილებელია შევარჩიოთ სათანადო აღჭურვილობა. კარავი, რომელიც იქნება ხარისხიანი, სასურველია ორტენიანი და სწორად გათვლილი ადამიანების რაოდენობაზე. ტევადი ზურგჩანთა, კომფორტული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი მთაში სასიარულოდ.
მნიშვნელოვანია, გქონდეთ კარგი მასალისგან დამზადებული საძილე ტომარა, ღამის თბილად გასატარებლად და აქსესუარები: სალაშქრო ჯოხები, მზისგან და მწერებისგან დამცავი, პარალონი, პატარა გაზის ქურა, სალაშქრო ჭურჭელი, თავფარანი.
კარვის გაშლამდე ყურადღება უნდა მიაქციოთ რამდენიმე ფაქტორს, რამდენად არის ნებადართული კონკრეტულ ადგილას კემპინგი.
აუცილებელია, კარავი გაშალოთ ხეებისგან მოშორებით, დაბლობში,რათა თავიდან აიცილოთ ქარის დროს მათი წაქცევა და დაზიანება.
საქართველოში, ბევრ ადგილას არის გამოყოფილი საკემპინგე ადგილები. ჩემი რეკომენდაციით, ლაშქრობის მოყვარულთათვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ლაგოდეხის ნაკრძალი, სხვადასხვა სირთულის საფეხმავლო ბილიკებით.
ძირითადი ღირსშესანიშნაობებია: როჭოს ჩანჩქერი, ნინოსხევის ჩანჩქერი, მაჭის ციხე, შავი კლდეების ტბა, თუმცა ბიომრავალფეროვნება, უამრავ საინტერესო თავგადადავალს გპირდებათ.
5 კეთილმოწყობილი და მარკირებული ბილიკი, კულტურული და შემეცნებითი ტურების ფართო არჩევანს იძლევა.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორია
ლაგოდეხში, საუკეთესოდ შემონახული და მრავალფეროვანი ტყეებია, სადაც შეხვდებით მთის არწივს, ბატკანძერის, ორბს. ასევე, როჭოს და შურთხს, რომლებიც მხოლოდ კავკასიაში გვხვდება. ფლორა და ფაუნა სოცრად მდიდარია. საკარვე ადგილები გამოყოფილია ტერიტორიის ცენტალურ შესასვლელში, სადაც ახლოსაა სასმელი წყალი და საპირფარეშო.
ასევე ნინოსხევის ჩანჩქერის დასაწყისში და მაჭის ციხის ბილიკთან. ტურისტულ ბილიკზე გადაადგილებისას, მოლაშქრემ მხოლოდ მარკირებულ ბილიკზე უნდა იმოძრაოს და არ უნდა გადავიდეს გზიდან.
ლაშქრობისას, დატკბებით ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების ულამაზესი ხედებით. ვიზიტორთა ცენტრში შეგიძლიათ ადგილზე იქირაოთ საკემპინგე აღჭურვილობა.
- კარავი– 10 ლარი
- საკემპინგე მატრასი– 3 ლარი
- საძილე ტომრა– 5 ლარი
ასევე, ფასიანია კარვის გაშლა–დღიურად 10 ლარი.
- აუცილებელია, სასაზღვრო ზონაში სპეციალური გადაადგილების საშვის აღება, რისთვისაც თან უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა. ნაკრძალის ტერიტორიაზე შესაძლებელია ცხენის ქირაობა, ფასები 30–40 ლარის ფარგლებში მერყეობს. ლაგოდეხი საუკეთესო ადგილია თავგადასავლებისთვის და წასვლად ნამდვილად ღირს.
ბედნიერ ლაშქრობას გისურვებთ!