2020 წლიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, ცივი იარაღის ტარების 10625 ფაქტია აღრიცხული
2020 წლიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, არასრულწლოვანისთვის ცივი იარაღის მიყიდვის მხოლოდ ერთი ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო ცივი იარაღის ტარების 10625 ფაქტია აღრიცხული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან საჯარო წესით გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, არასრულწლოვანისთვის ცივი იარაღის მიყიდვის ერთი ფაქტი მხოლოდ 2022 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2020, 2021 წლებსა და 2023 წლის იანვრიდან -მარტის თვის ჩათვლით პერიოდში არც ერთი.
ამასთან, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლიდან 2023 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში, ჯამში, ცივი იარაღის ტარების 10 625 ფაქტია აღრიცხული, მათ შორის 2020 წელს 2307; 2021 წელს 3418; 2022 წელს 4082, ხოლო 2023 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში 818 შემთხვევა დაფიქსირებული.
რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის ვადების ან მისი აღრიცხვაზე აყვანის წესების დარღვევის ფაქტებს, მითითებულ პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასეთი 33 შემთხვევა აღრიცხა.