დღეიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარი გახდა
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები 150 ლარის ნაცვლად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ამ პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტს 70 მლნ ლარი დაემატება. ჯამში, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების გადასახდელად, წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ ლარამდე იქნება გამოყოფილი. აღნიშნული ცვლილება შეეხება დაახლოებით 233 000 ბავშვს.