ახალი ამბები

სტიქიამ სოფელი ნასამხრალი დააზარალა

ძლიერმა წვიმამ, ქარმა და სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი დააზარალა.
ადგილობრივების თქმით, ძლიერი წვიმის გამო სანიაღვრე არხებიდან წყალი გადმოვიდა და გზები დატბორა.
წყალმა ასევე საცხოვრებელი სახლები დატბორა. დაგლეჯილიქ ასევე ელექტროგადამცემი ბოძები და ხაზები.
ადგილზე პოლიციის და სამაშველო სამსახურის ჯგუფები მუშაობენ.

Knews.ge არკვევს დამატებით დეტალებს და უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.