„ვმუშაობთ პასპორტების განახლებაზე“ – პრემიერი
საქართველოს მთავრობა პასპორტების განახლებას გეგმავს. განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, პასპორტების განახლებაზე მუშაობა მიმდინარეობს.
„ჩვენ ასევე ვმუშაობთ ახალი, ეროვნული პასპორტების განახლებაზე. ჩვენი სურვილია 2024 წელს იყოს ახალი პასპორტი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტის პასპორტი უნდა გვქონდეს, არსებული უკვე მოძველებულია“, – განაცხადა ღარიბაშვილი.