ცხოველის წამებისთვის სასჯელი გამკაცრდა
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილული „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილება მესამე მოსმენით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა.
ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომითი ვადით 120-იდან 240 სთ-მდე, შინაპატიმრობის ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით – ორ წლამდე.
ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით – ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით – ვადით ერთიდან სამ წლამდე.