თელავის ტექნოპარკი სამეცნიერო პროექტს -„ბიონიკა- ბიოლოგიურად შთაგონებული ინჟინერია“ უმასპინძლებს
ბიონიკის სფერო მსოფლიოში ბოლო პერიოდია, რაც ნელ-ნელა ვითარდება, ხოლო ტექნოპარკის ინიციატივით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების ფინანსური მხარდაჭეროთ მსგავსი პროექტი პირველად საქართველოში, სწორედ ტექნოპარკის სივრცეში 5 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
9 დღიანი პროექტი მოიცავს ლექცია-სემინარებს, ვორქშოფებს, ჯგუფურ სამუშაოებს და მინი კონკურსს. პროექტში მონაწილეობას მიიღებს შერჩეული 50 მონაწილე (13-22 წლის), რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ ტრენინგ კურსი ბიონიკის მიმართულებით, რისი საშუალებითაც ისინი გაეცნობიან სხვადასხვა ტიპის ცოცხალი სისტემების სხეულის არქიტექტურისა და ფიზიოლოგიურ პროცესებს, რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზმების ლოკომოციასა და გარემოსთან ადაპტირებასთან.
მონაწილეები შემდგომ ეტაპზე განაწილდებიან ორ ჯგუფად. მათ შეეძლებათ ორი მიმართულებიდან (ელექტრონიკა, 3D მოდელირება) აირჩიონ მათთვის სასურველი. ორივე ჯგუფის წევრებს პარალელურად ჩაუტარდებათ ბიზნეს მენტორშიფი, შეისწავლიან ტექნოლოგიურ მეწარმეობას და ბოლოს, მინი კონკურსის ფარგლებში, მათ მიღებული ცოდნის გამოყენებით უნდა შექმნან კომერციალიზაციის, მასშტაბირებადობის პოტენციალის მქონე ინოვაციური იდეები და პროტოტიპები.
პროექტი, ასევე მოიცავს საველე გასვლას, ლაშქრობას და ბუნების წიაღის აღმოჩენას. საველე გასვლის ფარგლებში ჩატარდება ლექცია- „ბიონიკის ელემენტები ქართულ ხუროთმოძღვრებაში“.
პროექტის „ბიონიკა-ბიოლოგიურად შთაგონებული ინჟინერიის“ მიზანია, ბიონიკის, როგორც კომპლექსური პრაქტიკული მეცნიერების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაინტერესება ბიონიკის სხვადასხვა მიმართულებების შესახებ და მათი ხელშეწყობა ეკომეგობრული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მოცემულ ბმულზე:
https://forms.gle/vdsrMzFNF6ux4F5F8
პროექტის პარტნიორები არიან „ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი“ და „მდგრადი განვითარების რეგიონული ცენტრი“.