ახალი ამბები

საგარეჯოში შვილმა დედა მოკლა

არსებული ინფორმაციით, საგარეჯოში შვილმა დედა მოკლა. შემთხვევა ცოტახნის წინ სოფელ გიორგიწმინდაში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგაც, შვილმა დედას სასიკვდილო ჭრილობები მუცლის არეში, ცივი იარაღით მიაყენა.

მეზობლები ამტკიცებენ, რომ ქალს, რომელმაც სავარაუდოდ დედა მოკლა, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. დანაშაულის კონკრეტულ მოტივზე ინფორმაციას ჯერჯერობით არავინ ფლობს. სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.